ამ ტრენინგზე ძალიან დაწვრილებით შევისწავლე პროექტებით სწავლა-სწავლება,უშუალოდ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა,ბლოგის შექმნა,წაშლა,ბლოგში დაბრუნება,დათვალიერება,რასაც მომავალში გამოვიყენებ ახალი რესურსის შექმნისთვის,სხვა ბლოგების გაკეთებაში და შიგ ახალი პროექტების განთავსებაში.ვისწავლე ბუკლეტის დამზადება-ამ ცოდნას გამოვიყენებ ახალი ბუკლეტების შექმნისთვის და ვასწავლი მოსწავლეებს მის დამზადებას.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,სადაც ესგ-ის გათვალისწინებით გამოვავლინე პროექტიდან გამომდინარე ყველა მოსწავლის საჭიროებები,აქტივობები,სტანდარტები,გავწერე მიზანი,საკვანძო კითხვები,მიმდინარეობა,შედეგი,აქ ბევრი რამ იყო ჩემთვის უცნობი და ახალი,რასაც ასევე მომავალში გამოვიყენებ ნებისმიერი პროექტის გეგმის გასაწერად.გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,ამ პროცესში მოსწავლეების ჩართვა აუცელებელი მაჩვენებელია.ვისწავლე ასევე სურათების არჩევა,გადატანა და ჩასმა ბლოგში,რაც ჩემთვის ნაცნობი იყო,მაგრამ საჭირო იმ კუთხით,რომ გავიმეორე ეს მასალა.ამასთანავე გავეცანი იმას,თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები,როდესაც ვქმნით საკუთარ რესურსს და ვიმუშავე ბლოგში-შევქმენი სხვა,მაგ. მასწავლის ბლოგი,მოსწავლის პრეზენტაცია,ანუ ვივარჯიშე იმაზე,თუ რა მითითებებს, დახმარებას და რჩევებს მივცემ მომავალში მოსწავლეებს,როდესაც მათ ვასწავლი საკუთარი ბლოგის შექმნას,პრეზენტაციის გაკეთებას(ეტაპებს,ძირითად საკითხებს).ყოველ დღე დაწვრილებით ვიმეორებდით და განვიხილავდით ყველა საკითხს და ხდებოდა თანდათანობით პროექტის შევსედა შინაარსობლივად.შევქმენი ფასილიტაციის რესურსი,ანუ ის დახმარება,რაც უნდა გაუწიო მოსწავლეებს,რა უნდა გააკეთონ მათ პროექტის და პრეზენტაციის ფარგლებში-ინსტრუქციები.გავეცანი და შევისწავლე გაჯეტები,მაგ,სიის,საათის,გამოკითხვის,HTML გაჯეტი და სხვა,ვისწავლე მათთან მუშაობა,რასაც მომავალში გამოვიყენებ ჩემს და სხვა ბლოგების შესავსებად.ავტვირთე ჩემი საქაღალდე Drive-ში,ანუ საცავში.
ტრენინგის ბოლო დღეს ყველა მონაწილემ გააკეთა საკუთარი პროექტის მინიპრეზენტაცია,სადაც ძალიან საჭირო ინფორმაცია აღმოვაჩინე ჩემთვის და მივიღე ბევრ კითხვაზე პასუხი.მთლიანობაში ტრენინგი დამეხმარა მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.მადლობა ქ-ნ ქეთი ცერაძეს ასეთი საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის,ასევე მაწავლებლის სახლს და დანათლების სამინისტროს.ამით ტქვენ უფრო საინტერესოს ხდით მასწავლებლების და მოწავლეების ცხოვრებას.
Monday, May 9, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
1.გავიმეორეთ მთლიანი ტრენინგის მასალები.
2.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები,ანუ ყოველივემ გააკეთა მინიპრეზენტაცია.
3.კიდევ დამატებით ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგებში და გავაკეთეთ მთლიანი ტრენინგის შეჯამება
2.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები,ანუ ყოველივემ გააკეთა მინიპრეზენტაცია.
3.კიდევ დამატებით ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგებში და გავაკეთეთ მთლიანი ტრენინგის შეჯამება
Sunday, May 8, 2016
ტრენინგის მერვე დღე
1.გავიმეორეთ წინა დღეების მასალა მთლიანად.
2.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი და ჩავაგდეთ დამხმარეში.
3.გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს მთლიანად და გადავარქვით სახელები დასრულებულ ფორმაში.
4.ავტვირთეთ საქაღალდე ბლოგზე:ავტვირთეთ საქაღალდე დრაივში,მივანიჭეთ საქაღალდეს მისამართი და გადავიტანეთ ის ბლოგზე.

Sunday, April 24, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
1.გავიმეორეთ წინა დღეების მასალები;
2.გავარჩიეთ და გავიმეორეთ ყველა საჭიროების მოსწავლის ტიპი,გარდნერის თეორია და ბლუმის ტაქსონომია და მათი მატრიცა;
3.როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა საჭიროების მქონე მოსწავლე გეგმის გაწერის და პროექტის მსვლელობის დროს;
4.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Saturday, April 23, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
1.გავიმეორეთ წინა დღეების მასალა:საპრეზენტაციო პრაგრამა,დავათვალიერეთ მოსწავლის ბლოგი;
2.შევქმენით მასწავლის საპრეზენტაციო პროგრამა,ყოველივე სლაიდი დავასათაურეთ;
3.დავათვალიერეთ სხვა პედაგოგების გეგმები,მოვარგეთ ჩვენ გეგმას და შევიმუშავეთ ჩვენი გეგმის პროცედურები;
4.დავათვალიერეთ სხვა პედაგოგების პროექტის შეფასების რუბრიკებს და მოვარგეთ საკუთარ პროექტს საჭირო შეფასებები.

Sunday, April 17, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
1.გავიმეორეთ მეოთხე დღის მასალა;
2.გავეცანი საავტორო უფლებებს და გამოყენებულ ლიტერატურის შაბლონს;
3.ვისწავლე კომენტარების დაწერა-გაგზავნა ბლოგებზე;
4.ვიმუშავეთ ბლოგში-ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგის შექმნა, სურათის გადატანა და ფონების შექმნა,გაჯეტების შექმნა და მათი გადაადგილება

Saturday, April 16, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
1.გავიმეორე მესამე დღის მასალა;
2.გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდს და ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმაში ამ მეთოდების ჩაწერა;
3.გავეცანი და ვისწეავლე შეფასების გეგმის დაწერა (პროექტის დასაწყისში,მსვლელობისას და დასრულების შემდეგ);
4.გავეცანი,ვისწავლე და განვახორციელე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია;
5.ვისწავლე სურათის ჩასმა ბლოგში:

Sunday, April 10, 2016
ტრენინგის მესამე დღე
1.გავიმეორე ტრენინგის მეორე დღის მასალა
2.სიღრმისეულად გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს
3.დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმის შევსება:
2.სიღრმისეულად გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს
3.დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმის შევსება:
- სტანდარტის დადგენა
- მიზნის განსაზღვრა
- საკვანძო კითხვები
Saturday, April 9, 2016
ტრენინგის მეორე დღე
- 1.გავიმეორეთ ტრენინგის პირველი დღის მასალა:ექსკურსია სახელმზღვანელოში,შინაარსი,რესურსები,პროექტის გეგმები,საქარალდის შექმნა და ქვესაქაღალდეები
- 2.განვიხილეთ საშინაო დავალება:პროექტის თემა,სადაც ტრენინგის ყველა მონაწილემ წარადგინა საკუთარი პროექტის თემა
- 3.გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს
- 4.ვისწავლეტ ბუკლეტის დამზადება,რას უნდა აკმაყოფილებდეს და რა არის ბუკლეტის სტანდარტული მოთხოვნები
- გავეცანით Word-ის ახალ ინსტრუმენტებს და გავიმეორეთ ძველი
Sunday, April 3, 2016
ტრენინგის პირველი დღე
1.გავეცანი ტრენერს და ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს.
2.გავეცანი ინტელის ძირითად კურსს,ანუ მის მიზნებს :პროექტიოს შექმნა და ტექნოლოგიების გამოყენება.
3.გავეცანი ინტელის გზამკვლევს.
4.შევქმენი პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე და მისი ქვესაქაღალდეები,რაც ბევრჯერ გავიმეორეთ და ეს ძალიან მომეწონა.
5.გავეცანი რესურსებს და ვისწავლე მათი შენახვა სათანადო ქვესაქაღალდეში,რაც ასევე ძალიან მომეწონა და ეს დამეხმარება მომავალში პროექტისთვის.
6.გავეცანი სხვის პროექტებს,რას დამეხმარება სეკუთარი პროექტის შექმნაში.
7.შევქმენი საკუთარი ბლოგი,სადაც შევინახავ მომავალში ჩემთვის საჭირო ინფორმაციას.

Subscribe to:
Posts (Atom)