ამ ტრენინგზე ძალიან დაწვრილებით შევისწავლე პროექტებით სწავლა-სწავლება,უშუალოდ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა,ბლოგის შექმნა,წაშლა,ბლოგში დაბრუნება,დათვალიერება,რასაც მომავალში გამოვიყენებ ახალი რესურსის შექმნისთვის,სხვა ბლოგების გაკეთებაში და შიგ ახალი პროექტების განთავსებაში.ვისწავლე ბუკლეტის დამზადება-ამ ცოდნას გამოვიყენებ ახალი ბუკლეტების შექმნისთვის და ვასწავლი მოსწავლეებს მის დამზადებას.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,სადაც ესგ-ის გათვალისწინებით გამოვავლინე პროექტიდან გამომდინარე ყველა მოსწავლის საჭიროებები,აქტივობები,სტანდარტები,გავწერე მიზანი,საკვანძო კითხვები,მიმდინარეობა,შედეგი,აქ ბევრი რამ იყო ჩემთვის უცნობი და ახალი,რასაც ასევე მომავალში გამოვიყენებ ნებისმიერი პროექტის გეგმის გასაწერად.გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,ამ პროცესში მოსწავლეების ჩართვა აუცელებელი მაჩვენებელია.ვისწავლე ასევე სურათების არჩევა,გადატანა და ჩასმა ბლოგში,რაც ჩემთვის ნაცნობი იყო,მაგრამ საჭირო იმ კუთხით,რომ გავიმეორე ეს მასალა.ამასთანავე გავეცანი იმას,თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები,როდესაც ვქმნით საკუთარ რესურსს და ვიმუშავე ბლოგში-შევქმენი სხვა,მაგ. მასწავლის ბლოგი,მოსწავლის პრეზენტაცია,ანუ ვივარჯიშე იმაზე,თუ რა მითითებებს, დახმარებას და რჩევებს მივცემ მომავალში მოსწავლეებს,როდესაც მათ ვასწავლი საკუთარი ბლოგის შექმნას,პრეზენტაციის გაკეთებას(ეტაპებს,ძირითად საკითხებს).ყოველ დღე დაწვრილებით ვიმეორებდით და განვიხილავდით ყველა საკითხს და ხდებოდა თანდათანობით პროექტის შევსედა შინაარსობლივად.შევქმენი ფასილიტაციის რესურსი,ანუ ის დახმარება,რაც უნდა გაუწიო მოსწავლეებს,რა უნდა გააკეთონ მათ პროექტის და პრეზენტაციის ფარგლებში-ინსტრუქციები.გავეცანი და შევისწავლე გაჯეტები,მაგ,სიის,საათის,გამოკითხვის,HTML გაჯეტი და სხვა,ვისწავლე მათთან მუშაობა,რასაც მომავალში გამოვიყენებ ჩემს და სხვა ბლოგების შესავსებად.ავტვირთე ჩემი საქაღალდე Drive-ში,ანუ საცავში.
ტრენინგის ბოლო დღეს ყველა მონაწილემ გააკეთა საკუთარი პროექტის მინიპრეზენტაცია,სადაც ძალიან საჭირო ინფორმაცია აღმოვაჩინე ჩემთვის და მივიღე ბევრ კითხვაზე პასუხი.მთლიანობაში ტრენინგი დამეხმარა მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.მადლობა ქ-ნ ქეთი ცერაძეს ასეთი საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის,ასევე მაწავლებლის სახლს და დანათლების სამინისტროს.ამით ტქვენ უფრო საინტერესოს ხდით მასწავლებლების და მოწავლეების ცხოვრებას.
No comments:
Post a Comment